ძლიერმა ქარმა თბილისში სახლებს სახურავები გადახადა - ხალხი დახმარებას ითხოვს
უამინოდბის გამოო პრობლემები შეიქმნა თბილისშიც. ძლიერმა ქარმა ზოგიერთ ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადა. მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები. ქარის და ძლიერი წვიმის გამო დედაქალაქის რამდენიმე უბანში გვიან ღამით მოძრაობა, ფაქტრობივად, პარალიზებული იყო. დაზიანეულია ავტომობილები და ბორდიურები. ხალხი დახმარებას ითხოვს.
მერიის შესაბამის სამსახურებს შემთხვევის ადგილებზე დღეს ელოდებიან.
საგანგებო სიტაუციაციების სამსახური არ მოვიდა, ვერ მოვალთო, ბევრი გამოძახებაა, დილით მოვალთო. ასე უპატრონოდ ვართ დატოვებულები. მარტო პატრული მოვიდა. არანაირი ყურადღება არ ყოფილა. მთელი სარამო ვლოცულობდი, რომ წვია არ მოსულიყო. ქარი რომ ოდნავ გაძლიერებულიყო, მე არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა, - ამბობს ნინოშვილის ქუჩის მცხოვრები.
სინოპტიკოსების პროგნოზით უამინდობა კიდევ 2-3 დდღე გაგრძელდება. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.