მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ავტომობილები - სტიქიას ებრძვიან აჭარაშიც

24.12.23 13:16
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ავტომობილები - სტიქიას ებრძვიან აჭარაშიც

სტიქიის კიდევ ერთი ზონაა აჭარა. უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.  მგზავრები ოთხი საათი ელოდნენ ბათუმი - თბილისის რეისის შესრულებას.  მიზეზი  მახინჯაურში წაქცეული ხე გახდა, რამაც საკონტაქტო ქსელი დააზიანა.

ბათუმმში სტიქიის შედეგებს ახლაც ებრძვიან. მერიის სამსახურები წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზების გაწმენდას ცდილობენ. ძლიერმა ქარმა სახლებს და რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს სახურავი გადახადა, ბულვარში კი ინფრასტრუქტურა დააზიანა.