"ვკვდები როგორც ქალაქი" - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში
"ვკვდები როგორც ქალაქი" - ამ სლოგანით ქუთაისში პარლამენტის წინ აქცია პერფორმანსი მოაწყვეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის თბილისში გადატანით იმერეთის უდიდესი ქალაქი მოკლა.
პროტესტის მონაწილეებმა პერფორმანსის დროს სირცხვილის სიმბოლური დერეფანი მოაწყვეს და იქ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წევრების ფოტოსურათები გაატარეს. ადგილობრივები ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვენ.
არ მეგულება ადამიანი, ვისაც დღევანელი აქციის სატაური გულზე არ მოხვდეს, "ვკვდები როგორც ქალაქი". ამას ყველა ხვდება თავის გულში, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ამას არ აღიარებს. დღევანდელი შეხვედრით გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ილაპარაკოს ამ პრობლემაზე, - ამბობს აქციის მონაწილე.