"ქარმა სახურავი მოგლიჯა და ეზოში გადააგდო" - რას ყვებიან სტიქიით დაზარალებულები
აჭარაში სტიქიით დაზარალებულები მომხდარს იხსენებენ. მოქალაქეები ყვებიან, რომ მსგავსი ქარბუქი ჯერ არ ახსოვთ. მათი თქმით, ქარი ისეთი სიმძალვრის იყოს, რომ სახლებს სახურავები გადახადა.
არსაიდან ამოვვარდა ძალიან ძლიერი ქარი. სახლში ვიყავით მე და დედაჩემი. ასე, 5 წუთის მანძილზე გაგრძელდა და უცებ, მთლიანი სახურავი მოხსნა და გადმოაგდო ეზოში. დილითაც იყვნენ მოსულები, აზომეს, წუხელ შემპირდნენ დახმარებას, - ამბობს ადგილობრივი.
მომხდარს იხსენებს კიდევ ერთი მოქალაქე.
ცხოვრებაში ეგეთი რამე არ მახსოვს, ეგეთი ქარიშხალი. გარეთ რომ გამოვედი, სიწყნარე იყო და მტვრევა წამოვიდა შიფრების, ჟესტების...მერე ერთ 5-7 წუთში ქარიც ამოვვარდა და მოაფრიალებდა ამ სახურავებს, - ყვება ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.