ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა - მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

24.12.23 15:26
ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა - მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

თბილისში ძმები კაკაბეძეების ქუჩაზე მამაკაცი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.  ქარმა ასწლლოვანი ხე მოგლიჯა. დაზიანებულია სამი ავტომობილი და გარე განათების კაბელები.

მიწისძვრა მეგონა. ამან მითხრა, გამოიქეციო, გამოდიო...მე აქ მოვდიოდი და დიდი ხმა გაისმა. მავთული ჩამოვვარდა და გადამეხლართა. შემეშინდა, დენმა არ დამარტყას -მეთქი, - ყვემა მოქალაქე. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ გამხმარი ხეების მოჭრის თხოვნით მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა არავინ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. 

რამდენი განცხადება დავწერეთ მერიაში, რამდენი... და არა, არ შეიძლება მოჭრაო. მოგლეჯილი რომ იყო, ფესვიც არ ჰქონდა, - ამბობს ადგილობრივი.