მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს
ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. ის იქ საზეიმო კონცერტებში მონაწილეობას გეგმავდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ფირცხალავას კონცერტები ქალაქ ორგეევში უნდა გაემართა. აღნიშნულ ქალაქში მერის არჩევნები ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენელმა ტატიანა კოჩუმ მოიგო.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის სამსახური უარის მიზეზებს არ განმარტავს. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში შესვლაზე უარი 39 ადამიანს ეთქვა.
მსგავსი სიახლეები
02.11.26 16:54
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.