რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე - რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე?

24.12.23 17:37
რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე - რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე?

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასაყიდ ფასს სახელმწიფო დარეგულირებს, ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სპეციალისტების თქმით, მთავრობა პოპულისტური ნაბიჯით ხელს უწყობს შავი ბაზრის გაჩენას - დახლებზე გამოჩნდება არაეფექტური და უხარისხო წამლები.

ბაზრიდან, პრაქტიკულად, გაქრა ევროპაში გამოშვებული, აშშ-ში გამოშვებული მედიკამენტები, რასაც ხარისხიან მედიკამენტს ვეძახით და ჩანაცვლად აზიური ქვეყნების მედიკამენტებით, რომლის ხარისხის შემოწმება ჩვენთან არ ხდება და საკმაოდ რთულია. და რა თქმა უნდა, გაჩნდა შავი ბაზარი. შეგიძლიათ მიხვიეთ,ნებისმიერ მედიკამენტს, რომელსაც ვერ იშოვით ქსელურ აფთიაქში, ოფიციალურ აფთიაქებში, შეგიძლიათ იშოვოთ შავ ბაზარზე, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სრუგულაძე. 

მედიკამენტების გაიაფების ადეკვატურ გამოსავალზე საუბრობს  ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი.

ეს არის ე.წ. რეგულატორული სპირალი. თუ თქვენ დააკვირდებით, ყოველ თვე ახალ-ახალი დადგენილებები, ახალ-ახალი ცვრელების ამოვსება, ახალ-ახალი პრობლემები ჩნდება და ეს გარდაუვალია. ეს არ არის სტაბილური გზა მედიკამენტების ფასების შემცირების. ამ დროს არის ორი გზა, პირველი - ეს არის მაქსიმალური კონკურენციის გახსნა ფარმაცევტულ ბაზარზე და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება მეიკამენტების რეგისტრაციისთვის საქართველოში არის ერთ-ერი მნიშვნელოვანი საფუძველი იმის, რომ მედიკამენტები გაიაფდეს, - ამბობს  ვახტანგ კალოიანი.

პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ რეფერენტული ფასის დაწესების მიზანი წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოგებაა, თუმცა პარალელურა, პრაქტიკულად, ეს წნეხია ბიზნესზე, რომელსაც აიძულებენ, მმართველი პარტიის ყულაბა შეავსონ.