სახურავმგადახდილი სახლები და მოგლეჯილი ხეები - უამინდობამ მთელ საქართველოში პრობლემები შექმნა
სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები და უნივერსიტეტი, წაქცეული ხეები და დაგლეჯილი ელექტროგადამცემი ხაზები, დამტვრეული ათობით მანქანა და ავტობუსის გაჩერებები - ძლიერმა ქარმა პრობლემები მთელ საქართველოში შექმნა. რთული ვითარება იყო აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და კახეთში. ასობით აბონენტს აღმოსავლეთ საქართველოში დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
უამინდობა ქვეყანაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა, ზღვაზეკი ძლიერი, ექვსს ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.