დაშინება, მუქარა და ტერორი - როგორ სძალავენ ფულს ლილოს მოვაჭრეებს
ბიზნესრეკეტის საქმე და შაბათის ეთერის გამოძიება - გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელიც ამტკიცებს, რომ სახლში მოლოტივის კოქტეილი შეუგდეს და ქურდულ საერთოში შესატანი ფული მოსთხოვეს.
ლილოს ბაზრობაზე ბიზნესის მქონე მოქალაქეებს უცხოეთიდანნ ურეკევენ, აშინებენ და აშანტაჟებენ. დანაშაულის უკან კრიმინალური სამყარო დგას. თანხას კი ადგილობრივი რეკეტიორები აგროვებენ. ვინც ქურდებს ფულს არ მისცემს, მათ სამაგალითოდ სჯიან.
არცერთი სიტყვა რეკეტის საქმეზე ლილოს ბაზრობის ადმინისტრაციას დღეს არ უთქვამს. შეუძლებელია, ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს ინფომაცია იმ დანაშაულებებზე, რომელიც მათ ტერიტორიაზე თვეებია ხდება.
სამართალდამცველებს გამოოძიება დაწყებული აქვთ. ახლა მოვაჭრეების რეკეტის საქმეზე სასჯელს ორი ადამიანი იხდის, მაგრამ გამოძიება კრიმინალურ ავტორიტეტზე ელმურაზ მამედოვზე გასვლას ცდილობს. სწორედ ის სახელდება კრიმინალური დაჯგუფების მეთაურად.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.