წყალტუბოში მიუსაფარ ძაღლს, სავარაუდოდ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს
წყალტუბოში მიუსაფარ ძაღლს, სავარაუდოდ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა წყალტუბოდან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ძაღლი, რომელსაც პირის ღრუდან სისხლი სდის.
სოციალური ქსელის კიდევ ერთმა მომხმარებელმა კი, რომელმაც მიუსაფარი ცხოველი სამკურნალოდ გადაიყვანა, დაწერა, რომ ძაღლს, სავარაუდოდ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი უკვე თბილისში, კლინიკაში იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
02.11.26 16:54
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.