ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს - სააგენტო

25.12.23 10:27
ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს - სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება -  26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური  პირობები: ძლიერი თოვა,  ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი,  საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე   ძლიერი  6 ბალამდე  შტორმი. 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის  და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების  ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.