არ გამოხატავენ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას - ბოტკოველი მღვდლებზე, რომლებმაც EU-ს დროშა დაწვეს
რა გეგმა აქვს საპატრიარქოს კანონდამრღვევ სასულიერო პირებთან დაკავშირებით? ევროკავშირის დროშების დაწვის გამო საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, მაგრამ პატრიარქის მდივანი "პირველებს" უდასტურებს, რომ ამ საკითხზე დღეს საპატრიარქოში იმსჯელებენ.
ხუთზე მეტმა მღვდელმა გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წვავენ ისინი ევროკავშირის დროშებს და როგორ ეწევიან ანტიევროპულ კამპანიას. მიქაელ ბოტკოველმა "პირველებს" უთხრა, რომ კანონდამრღვევი სასულიერო პირები შესაძლოა, ზნეობრივ კომისიაში დაიბარონ ახსნა განმარტებებისთვის.
უნდა იხელმძღვანელოთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადების შესაბამისად. წაახალისა ეს საქმე? საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას მხარი რომ დაუჭირა, ეს არაფერს არ ნიშნავდა? გამოთქვამენ თავიანთ კონკრეტულ პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციად არ განიხილება. როდესაც ამას აკეთებს ერთეული სასულიერო პირი, ამას, ამას საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის სტატუსი არ შეიძ₾ება მივანიჭოთ.
ამ სასულიერო პირებთან ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და შესაბამისი რეაგირებაც. შაბათი-კვირა იყო, დღეს ვაპირებ მისვლას და შეიძლება ვისმჯელოთ ამ საკიტხთან დაკავშირებით", - განაცხადა "პირველებთან" მამა მიქაელ ბოტკოველმა.