ხელოვნება უნდა დავტოვოთ პოლიტიკის მიღმა - "ოცნება" რუსთაველის თეატრის მოსკოვურ გასტროლზე

22.06.21 11:29
ხელოვნება უნდა დავტოვოთ პოლიტიკის მიღმა - "ოცნება" რუსთაველის თეატრის მოსკოვურ გასტროლზე

საზოგადოების პროტესტი, რომელიც  რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებას უკავშირდება, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გაუგებარია. მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ერთამენითსგან გამიჯნული უნდა იყოს. 

ისევე როგორც პუშკინს, ისევე, როგორც ლერმონტოვს, დოსტოევსკის არ აქვს წარმომავლობა, ასევე, ხელოვნება უნდა დავტოვოთ პოლიტიკის მიღმა, - ამბობს ირაკლი ზარქუა.

დედაქალაქის მერი, კახი კალაძე, მიიჩნევს, რომ სპორტის, ან ხელოვნების პოლიტიკასთან დაკავშირება ამ კონკრეტული სფეროებისთვის დამაზიანებელი იქნება. 

პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, რაც დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროსთვის, მაგალითად სპორტისთის, ასევე, კულუტურისთვის. ამიტომ, პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება, -  ამბობს კალაძე.

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში დღეს გაემგზავრა. ქართული დასი მონაწილეობას ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს. 
 

მსგავსი სიახლეები