"ნახევარი პური მაქვს" - ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ
ჩაკეტილი გზები და უამინდობა საქართველოში - ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ, ამბობენ, რომ საკვები და საწვევი ამოეწურათ.
საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეებს რუსეთის მიმართულებით გზის გაგრძელება უნდათ , თუმცა მძღოლებს ჯერ ვერავინ ეუბნება, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი.
მესამე ღამეა, აქ ვდგავართ, არაფერს გვეუბნებიან, როდის გაიხსნება გზა და როდის წავალთ... საკვები და სახარჯო ფული აღარ გვაქვს, ნახევარი პური მაქვს. არავინ, კაციშვილი არ მოსულა"- აცხადებს მძღოლი.
„გზა ჩაკეტილია, ვდგავართ ყველა. არავის არაფერი უთქვამს, მთელი ღამე აქ ვიყავით. მარაგი იწურება საკვების და საწვავის. რომ დადიოდეს მანქანა და მოძრავი მარკეტი იყოს უკეთესი იქნებოდა“, - ამბობს კიდევ ერთი მძღოლი.