თავდასხმა ენმ-ს დეპუტატზე - გაუშვებენ თუ არა თავდამსხმელებს გირაოს სანაცვლოდ?

25.12.23 11:25
თავდასხმა ენმ-ს დეპუტატზე - გაუშვებენ თუ არა თავდამსხმელებს გირაოს სანაცვლოდ?

საკრებულოს ოპოზიციონერ წევრზე თავდასხმისთვის დაკავებულები სასამართლოში მიიყვანეს - სხდომა თბილისის სასამართლოში ამ წუთებში იწყება.  ლაშა ამირანაშვილს, მირიან სვანიძეს, ელგუჯა ჩოხელს, ტატო ხუნდაძეს, გიორგი ქიშმარიასა და ბექა ავსაჯანაშვილს ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. 

სხდომას არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ დაესწრება და არც მისი ადვოკატი. 

დღეს წინასასამართლო პროცესია, თუმცა ამ განხილვას ნაცემი დეპუტატი უნდობლობას უცხადებს, რადგან ოპოზიციონერი  22 სექტემბრიდან ითხოვს. გამოძიებამ ჩხუბში მონაწილე 40-ვე ადამიანი გამოავლინოს. 

  დასადგენია, ვინ აუნთოო მწვანე შუქი გლდანის საძმოს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი  ეცემათ.

თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი, 6 მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. 

წინასასამართლო სხდომაა, როდესაც ხდება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში. სასამართლომ უნდა განიხილოს ამ მტკიცებულებების დასაშვებობის და შემდგომში არსებითი განხილვისთის საქმის გადაცემის საკითხი. ამავდროულად განიხილება შუამდგომლებები მტკიცებულებების დაუსვებლობის თაობაზე, რომელიც დაცვის მხარეს გაგვაჩნია. ასევე სასამართლო განიხილავს აღკვეთის ღონისძიების ანუ პატიმრობაში შემდგომში დატოვების საკითხს. შესაბამისად, გვაქვს შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის დასაბუთებული,"- ამბობს როლანდ ასაკაშვილი, რომელიც ელგუჯა ჩოხელს და გიორგი ქიშმარიას ინტერესებს იცავს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა თავს  22 სექტემბერს დაესხნენ. ეძგვერაძე თავდასხმის დამკვეთად  საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წევრს, კონსტანტინე ზარნაძეს ასახელებს.

სისხლიანი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე მივიდნენ, რა დროსაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საბოლოოდ სამივე მათგანი პოლიციამ დააკავა.

შსს-მ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე კი საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აღიძრა.