სიონის ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს - წირვას ილია II აღავლენს

25.12.23 11:56
სიონის ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს - წირვას ილია II აღავლენს

სიონის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს - წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.

დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა.

„საკუთარი მხრებით ვზიდავ ამ უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, -თქვა  46 წლის წინ სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქმა.