"არა წყალი, არა საკვები... სად არის მთავრობა?!" - ლარსთან გაუსაძლისი მგომარეობაა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გუდაური - კობის გზის მონაკვეთის გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს. სპეციალისტებმა დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარეს და სახიფათო ადგილები დაათვალიერესს. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე ისევ მაღალია. გზის გახსნა, დიდი ალბათობით, კიდევ ორი დღე ვერ მოხერხდება.
მოქალაქეები, რომლებიც ლარსზე უკვე მესამე დღეა ჩარჩენილები არიან, ამბობენ, რომ მათ საკვები და მედიკამენტები უმთავრდებათ.
ვარ სამი ბავშვით წამოსლი, ავტობუსში ორსული ქალია... წყალი არა, საკვები არა, ყველას ფული ხომ არ გადასდის თავზე? ტუალეტი არა... ლარი ღირს...ბავშვი წყალს მთხოვს და წყალი არ გავქვს. მძღოლებს გამოელიათ უკვე წყალი, გუშინ წავიდა მძღოლი, მოიტანა პური, ძეხვი, აჭამა ხალხს, დიდი მადლობა. მისი ჯიბიდან იხადოს? სადაა მთავრობა? მთავრობა გვყავს საერთოდ?! კაციშვილს არ მოუკითხავს, - ამბობს მოქალაქე.