კრიტიკულად მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული

25.12.23 15:13
კრიტიკულად მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული

კრიტიკულად მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
ძაღლი თბილისში კლინიკა "ვეტ-მედიშია"  და რთული ოპერაციისთვის ამზადებენ. ექიმის ინფორმაციით,  დაზიანებულია თავის ქალა და ფილტვები. გულ-მკერდის არეში კი ძაღლს პნევმატიკური იარაღიდან ნასროლი ტყვია აქვს მოხვედრილი.

გუშინ, 24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და პირიდან სისხლი სდიოდა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო. ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.