მედიაზე ძალადობა ხელისუფლების დაკანონებული და წახალისებულია - ნატო გოგელია
დაშინება და თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე - ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტები დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ. "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატო გოგელია პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობეივ ჯგუფებს თავას ხელისუფლება ახალისებს, რადგან ამ გზით სურთ, მათთვის არასასურველი ადამიანები გააჩუმონ.
ჟურნალისტი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მოძალადეს პოლიციამ მასთან მიახლოება აუკრძალა, თუმცა ამ ფაქტმა ის არ შეაკავა.
სასამართლომ პირდაპირ დაუწესა, რომ მას არ აქვს ჩემთან მოახლეობის უფლება, სულ რამდენიმე თვეც არ არის გასული, პირდაპირ ეთერშ ჩართვის წინ პირდაპირ ოზურგეთის ცენტრშ ისე მოვიდა, ვითომც არაფერი და რომ არა ჩემი მეგობრები და იქ მყოფები, ალბათ ეგ ყველაავფერი არ ამთავრდებოდა კარგად და პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის ის რეალობა, ის წახალისებული, დაკანონებული ძალადობა, რომელსაც ამდენი ხანია ჩვენ ვუყურებთ. ეს არის ხელისუფლების მიერ დაკანონებული პოლიტიკა, რომ მათ არასასურველ ადამიანებს შეუქმნან ყველა პირობა იმისთვის, რომ, პრინციპში, ქვეყნიდან წავიდნენ და ჩემი ბევრი კოლეგა წავიდა ამ ბოლო პერიოდში ქვეყნიდან, იმიტომ, რომ აქ მუშაობა მართლაც ძალიან რთული და ძალიან სახიფათოა, - ამბობს ნატო გოგელია.
წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია 2023 წელს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკისა და სამართლებრივი რეაგირების შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოითხოვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. მათგან ერთ საქმეზე გამოძიება შეწყდა, 4 საქმე არსებითი განხილვის მიზნით სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე კი - გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, 6 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ დაიწყო.