შეიძინე სასურველი მეორადი ავტომობილი ფასდაკლებით „თეგეტა ეფრუვდზე“
მანქანის ყიდვა ბევრ დიდ თუ მცირე დეტალსა და პროცედურასთანაა დაკავშირებული. ტექნიკური შემოწმება, ავტოსახელოსნოში ხშირი და დამღლელი ვიზიტები, ავტომანქანის ისტორიის მოძიება, სანდოობის გათვალისწინება და სხვა, რაც სტანდარტულ შემთხვევაში ხშირად შეიძლება არ იყოს დაცული და ხელმისაწვდომი.
დღესდღეობით არსებობს მანქანის ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური პლატფორმა Tegeta approved, რომელიც განსაკუთრებულად კომფორტულ პირობებს სთავაზობს თითოეულ მომხმარებელს.
Tegeta approved-ზე განთავსებული მეორადი ავტომობილები კონკურენტული უპირატესობებითა და ხარისხით გამოირჩევა. ონლაინ მაღაზია დაკომპლექტებულია აუქციონზე შეძენილი სერტიფიცირებული ავტომობილებით. ყველა მათგანი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, აქვს სუფთა ისტორია, არის გამართული როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად. ყველა მანქანა გადის 140-პუნქტიან შემოწმებას. ამასთან ერთად, მომხმარებელს დამატებით შეუძლია შეიძინოს „თეგეტა ეფრუვდის“ 1-იდან 5 წლამდე ოფიციალური გარანტია.
Tegeta approved-ზე სასურველი ავტომობილის შერჩევა ძალიან მარტივია. აქ დაგხვდება მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა: TOYOTA, HYUNDAI, LEXUS, MAZDA, MERCEDES-BENZ და სხვა. გარდა სხვა უპირატესობებისა, „თეგეტა ეფრუვდში“ ავტომობილები განვადებით შეგიძლია შეიძინო.
განვიხილოთ იაპონური ბრენდის ტოიოტას პოპულარული მოდელები:
toyota rav4 - ჯიპის ტიპის ავტომობილი კლასიკური, დახვეწილი ინტერიერითა და განსაკუთრებულად კომფორტული სალონით, ნებისმიერი მოგზაურობისას სანდო პარტნიორობას გაგიწევს. ავტომობილს აქვს 2.5L L4 DOHC 16V ძრავა. აღნიშნული ავტომობილის შეძენა ფასდაკლებით 83,800 ლარად შეგიძლია.
Toyota highlander – 2021 წლის პრემიუმ კლასის მაღალი გამავლობის მქონე ჯიპის ტიპის ავტომობილია, რომელიც დახვეწილი ექსტერიერითა და ინტერიერით გამოირჩევა. მისი ძრავაა 3.5L V6 DOHC 24V, ხოლო გარბენი - 13,820 კილომეტრი. აღნიშნულ ავტომობილს ფასდაკლებით 87,300 ლარად შეიძენ.
toyota camry - 2021 წლის მოდელი არის ჰიბრიდი და აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გარბენი კი 29,923 კილომეტრია. ავტომობილს აქვს ყველაფერი, რაც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. მისი ღირებულება ფასდაკლებით 59,000 ლარია.
„თეგეტა ეფრუვდი“ თითოეული მომხმარებლისთვის გადახდის მოქნილ სისტემას უზრუნველყოფს. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ისარგებლოს განვადების ექსკლუზიური, ძალიან მოსახერხებელი პირობებით. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ლიზინგით სარგებლობაც.
მეორადი ავტომობილის შეძენა ასეთი მარტივი მართლაც არასდროს ყოფილა. ეწვიე „თეგეტა ეფრუვდის“ ვებგვერდს https://www.tegetaapproved.ge/ ან დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 032 226 44 44.
NS