დიდთოვლობა ხარაგაულში - ათობით სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით აბონენტი დასავლეთ საქართველოში. რთული ვითარებაა ხაარაგაულში. მეორე დღეა ადგილობრივებს, რომელთაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, დენი არ მიეწოდებათ. "ენერგო პრო ჯორჯია" დაზიანებული ხაზების აღდგენას ვერ ახერხებს. ენერგო კომპანია საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
რეგიონში ისევ გადაუღებლად თოვს. მოყინულია გზები. მანქანებს გადაადგილება უჭირთ. ტემპერატურა ერთ გრადუსამდე ჩამოვარდა.
ხაზები დაწყვეტილია, ელექტროენერგიის პრობლემაა, - ამბობს ადგილობრივი.
ის, რომ ათობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ადგილობრივი მთავრობაც ადასტურებს.
ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დადგა მუნიციპალიტეტში, რიგ სოფლებში. ჩვენი ინფორმაციით, მუშაობს "ენერგო პრო ჯორჯია" აქტიურად. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, მუშაობს ტექნიკა და რაიმე მნიშნელოვანი პრობლემა არ გვაქვს, - ამბობს ადგილობრივი მთავორბის წარმომადგენელი.