EU-ს დროშების დაწვის კამპანია - რას აკეთებს „ოცნება“ ანტიევროპული დეზინფორმაციის წინააღმდეგ?
საპატრიარქოში მღვდლებს და დეკანოზებს ზნეობის კომისიის სხდომაზე იბარებენ. დღეს "პირველებს" პატრიარქის მდივანმა დაუდასტურა, რომ ყველა სასულიერი პირს, ვინც ევროკავშირის დროშები დაწვა, ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწევს. ახლა მთავარი კითხვაა, საპატრიარქო არგუმენტების მოსმენით შემოიფარგლება თუ მღვდლებს საეკლესიო სასჯელი დაეკისრებათ.
პროტო-პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დღეს ერთადერთი იყო, ვინც ევროკავშირის დროშების დაწვა საჯაროდ დაგმო. მეუფე იაკობი კი პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ დროშებს ყველგან წვავენ.
დუმილით წახალისებული რადიკალები კი გაჩერებას არ აპირებენ. "სამთავრობო უწყებებზე ევროკავშირის დროშებს არ გავაჩერებთ" - "ალტ ინფოს" ხელმძღვანელი ისევ იმუქრება. პრორუსული ორგანიზაციის ლიდერი სხვებსაც მოუწოდებს, რომ შემოუერთდნენ მათ ანტიევროპულ კამპანიას.
ფაქტია, რომ საჯაროდ ჩადენილ დანაშაულზე რადიკალებს მხოლოდ ჯარიმებს აკისრებენ, თუმცა მათ შორის სასულიერო პირები არ არიან. ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ ვანდალიზმზე, რომელსაც პრორუსები დაუფარავად ჩადიან.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.