პარალიზებული გზები და დენის გარეშე დარჩენილი სოფლები - ხარაგაულში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

25.12.23 20:07
პარალიზებული გზები და დენის გარეშე დარჩენილი სოფლები - ხარაგაულში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

 

 

პირველი თოვლი წელს დასავლეთ საქართველოში და ჩაბნელებული რეგიონები - ძლიერმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ხალხი დენის გარეშე დარჩა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც "ენერგო პრო ჯორჯიამ" დამატებით  ჯგუფები გააგზავნა, თუმცა ამ დრომდე რაიონს სრულად ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხარაგაულში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად თოვს, პარალიზებულია საავატომობილო გზები, რკინიგზამ კი მუშაობა მხოლოდ დღის ბოლოს გააახლა.

გარე სამყაროს არის მოწყვეტილი წალენჯიხა, სადაც უხვმა ნალექმა ათობით ოჯახი დააზარალა. დიდთოვლობისგან მიღებულ შედეგებს ებრძვიან მაღალმთიან აჭარაშიც.  ხულო და შუახევი - ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით მძიმე მდგმარეობაა. თოვლის საფარი უკვე 50 სანტიმეტრს აღწევს, ხალხს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან, თუმცა აჭარაში  ამ დრომდე გადაუღებლად თოვს, რასაც უკვე ყინვაც ემატება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.