საკვების და წყლის გარეშე დარჩენი მგზავრები - კობი-გუდაურის გზა პარალიზებულია

25.12.23 20:12
საკვების და წყლის გარეშე დარჩენი მგზავრები - კობი-გუდაურის გზა პარალიზებულია

 

 

წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილი ადამიანები ყინვაში - კიდევ ორი დღე გუდაური კობის  საავტომობილო გზა არ გაიხსნება. ხალხი შველას ითხოვს. მარაგები ამოწურულია. ავტობუსებში ღამეს ათევენ ორსულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

დღეს უთხრეს, რომ გაუსაძლის მდგომაროებაში კიდევ ერთი მძიმე  ღამის გათენება გაყინულ ავტობუსებში მოუწევთ. სპეციალისტებმა ტერიტორია შეისწავლეს და გაირკვა, რომ ზვასაშიშროების რისკი ჯერ ისევ არ მოხსნილა. 

ტრაილერების კილომეტრიანი რიგები დგას ლარსზეც. სამი დღეა მძღოლები დახმარებას ითხოვენ. ხალხი ამბობს, რომ აღარც ფული აქვთ, უთავდებათ წყალი, საკვები და ნახევარი პურის იმედად არიან დარჩენილები. ამ დრომდე მათ არავინ ეუბნებათ, როდის შეძლებენ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას.  მძღოლებს უფუჭდებათ ის პროდუქტიც, რომელიც ლარსით უნდა გაეტანათ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.