საწვავის ქურდობის სავარაუდო ფაქტები მთავრობაში - რაში იხარჯება ხალხის ფული?

25.12.23 20:17
საწვავის ქურდობის სავარაუდო  ფაქტები მთავრობაში - რაში იხარჯება ხალხის ფული?

 

 

ზესტაფონის მუნიციპალილტეტის საკუთრებაში მყოფ ავტომანქანაში 6 წუთში ბენზინი 5-ჯერ ჩაასხეს. თან იმაზე მეტი, ვიდრე ავზში ეტეოდა. ჩინოვნიკებმა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის 80 ტონა საწვავი დახარჯეს. ეს სახელმწიფო აუდიტის შესწავლის შედეგად დადგინდა. ირკვევა, რომ ჩინოვნიკები ბენზინს ულიმიტოდ ვი აი პი ბარათების გამოყენებით ხარჯავდნენ, რისი აუცილებლობაც არ იყო. ჩნდება ეჭვი, რომ   ბარათები გამოყენებულია  არასამსახურეობრივი მიზნებისთვისაც. 

რაში იხარჯება ხალხის ფული? ზესტაფონის შემდეგ ყაზბეგი. აქ   ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ისე დაგეგმეს, რომ ბიუჯეტმა ასი ათასობით ლარი იზარალა. ერთი წლის განმავლობაში ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ბიუჯეტიდან ფული კონკრეტული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ჯამში დახარჯულია 200 ათას ლარამდე, თუმცა არავის  უცდია დაედგინა, ვის ანგარიშზე წავიდა ხალხის ფული.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.