ძალადობის კამპანია კრიტიკული მედიის მიმართ - TI -ს საგანგაშო ანგარიში
რა პირობებში უწევდა მედიას მუშაობა გასული წლის განმავლობაში - ხელისუფლებისგან წახალისებული ძალადობა და ზიზღის კამპანია კრიტიკული მედიის მიმართ. მძიმე ანგარიშს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. არასასრურველ მედიასთან ბრძოლაში, პრაქტიკულად, ყველა სამთავრო სტრუაქტურაა ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟურნალისტებზე საჯაროდ ძალადობის და შევიწროების 45 შემთხვევა დააფიქსირა.
უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 14 ეპიზოდზე დაიყო, აქედან 9 ჯერ ისევ ძიების პროცესშია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ძიებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს და ეს საქმეებიც კაციტაძის უწყების არქივის თაროებზე შემოდებისთვის არის განწირული.
დღეს გამოქვეყნებულ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში კი არაერთი ფაქტი მოხვდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი "პირველების" ჟურნალისტები არიან.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.