წულუკიანი გოგა ხაინდრავას ყურმოჭრილი მონაა - კაკაბაძე
რეპრესიები ხელოვანების მიმართ - ირაკლი კაკაბაძე კულტურის მინისტრს "გოგა ხაინდრავას ყურმოჭრილ მონასა და ცუმბუშას" უწოდებს და აცხადებს, რომ წულუკიანი "ქვეყნის გამყიდველ ადამიანებს, გარეწრებსა და მოღალატეებს უსმენს, რომლებმაც სამოქალაქო ომის დროს საქართველო მანდარინებზე გაცვალეს".
მწერლის თქმით, ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა სრულად არის მოშლილი, ხოლო თეა წულუკიანს კულტურის სფეროში არაფერი არ გაეგება.
ეს ქალი გოგა ხაინდრავას ყურმოჭრილი მონა და ცუმბუშაა. ეს მთელ უფროს თაობას და ამდენ ხალხს ხოცავს, სამუშაოდან აგდებს და ისე მოიხსენია, რომ პლუს კიდევ დათო დოიაშვილს ერჩის. ეს ყველაფერი სათქმელია. მე ჩემ თავსაც ვამტყუნებ, რომ აქამდე არაფერს ვეუბნებოდი. რეალურად ქვეყანაში მთლიანად სოციალური პოლიტიკა არის სრულებით უპასუხისმგებლო და მოშლილი. რაც შეეხება ქალბატონ თეას, ძალიან დიდი პრობლემა აქვს. მას ეს სფერო აბსოლიტურად არ ესმის და გოგა ხაინდრავასნაირ გარეწრებს და ქვეყნის მოღალატეებს უსმენს. იმ ადამიანებს, რომლებმაც მანდარინებზე გაასაღეს საქართველო სამოქალაქო ომის დროს და ამ ადამიანებს უსმენს კულტურის მინისტრი, ამ ადამიანების რჩევებს ასრულებს", - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.