"როცა ქვეყანა შობას ზეიმობს, მე ერთადერთი ვაჟი მძინარე საწოლში მოკლული დამახვედრეს" - მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა - მამა, მალხაზ მაჩალიკაშვლი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
მეშინია რომ ვთქვა რიცხვი 25 დეკემბრის და 26 გათენებისა არა არ მეშინია, შიში ჩემთვის უცხოა, მაგრამ ამ თარიღს ისეთი თავისებური შიში ახლავს ამას ნამდვილად ვერ ავხსნი უბრალოდ არვიცი როგორ ავღწერო, ერთი ისაა 25 დან 25 მდე სულ თავს მახსენებს, და მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დარდიც ტკივილიც ამ დღეს და ამ დროს ამოხეთქავს ხოლმე, როცა ქვეყანა შობის დღე ზეიმობდნენ და ხვალინდელი დღის ჩანაფიქრებისა და სურვილების ასრულებაზე ლოცულობდნენ, მე კი ერთ ერთი მოქალაქეს ერთადერთი ვაჟი მძინარე თავისი საწოლში მოკლული დამახვედრეს სისხლით შეღებილი ამ საწოლზე, ამავე საწოლზე რომელიც ამ ფოტოშია ასხული, დღეს 25 ში 26 გამთენისას 6 წელი გახდება, საშველი ამ ტკივილს არ დაადგა და ვერც შენელებულა, ნუ ეს ადამიანები ამ სისატიკის ავტორები, დღეს შობას ზეიმობენ და საახალწლო სამზადისში არიან, არ ვიცი ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ერთი რამ ცხადია მე 6 წლის წინ სისხლში ამოსვრილი დილა მომილოცეს, ვიმედოვნებ და ვაგრძელებ არსებობას იმისი იმედით რომ ამასვე მიღებ მოლოცვებში ერთ მშვენიერ დღეს შენ ვისაც მიგიძღვის ბრალი ამ სისასტიკეში", - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.
ქართულმა ძალოვანმა უწყებამ 2021 წელს საქმე დახურა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 19 წლის ახალგაზრდა კაცი ტერორისტად გამოაცხადა და თქვა, რომ მისი მიმართულებით სპეცრაზმელის გასროლა აუცილებელი მოგერიება იყო.
უკვე 2023 წლის 19 იანვარს კი სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმეზე დაადგინა:
კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა - პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ
არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).
სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის - 10 000 ევროს, ხარჯების ანაზღაურებისთვის კი 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.