ისრაელი -"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი დაიღუპა - CPJ
ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 69 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 62 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. ინფორმაციას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულია 15 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 20 კი დაკავებულია.
ცნობილია, რომ კომიტეტი მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც იძიებს. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.