სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

22.06.21 14:12
სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან -  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ხონში მომხდარ დაპირისპირებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალგაზრდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შსს-ს თანამშრომელმა სცემა, დაკავებულია. თორნიკე კაკაურიძეს ფეხი აქვს მოტეხილი. 

ინციდენტის შესახებ თვითმხილველი პირები ჰყვებიან, რომ თორნიკე კაკაურიძეს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში თავად პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც კაკაურიძე ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.