სპეცრაზმის მობილიზება სოხუმში - უწყვეტი აქციები დაანონსებულია, აფხაზები ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის დათმობას არ აპირებენ
უწყვეტი აქციები დაანონსებულია, გეგმაშია ხვალინდელი სხდომის ჩაშლა - სოხუმში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ოკუპირებული რეგიონი დიდი დაპირისპირების მოლოდინშია. ე.წ. პარლამენტის შენობა ალყაშია. ქალაქში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანეს. სოხუმში გადაისროლეს დამატებითი ძალები მთელი ოკუპირებული რეგიონიდან. პარალელურად ძალოვნებთან ერთად თვითგამოცხადებულ პარლამენტთან უკვე რამდენიმე საათია იკრიბება ხალხიც - აფხაზები ბიჭვინთის აგარაკების დათმობას არ აპირებენ.
ხალხი დაშლას მანამდე არ აპირებს, ვიდრე გარანტიას არ მიიღებს, რომ ბიჭვინთის აგარაკები აფხაზეთს დარჩება. სეპარატისტულმა რეჟიმმა საკითხის განხილვა ერთი დღით იმ იმედით გადმოწია, რომ სოხუმში ხალხის პროტესტს აიცილებდა, თუმცა გეგმამ არ გაამართლა. ახლა ყველა ე.წ. პარლამენტის ვერდიქტს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვმა თავისი გაიტანა, ვერავინ აკეთებს პროგნოზს, როგორ განვითარდება მოვლენები სოხუმში და მოუწევს თუ არა სპეცრაზმს აქციის მონაწილეების პროტესტის ჩახშობა.
რა ვითარებაა ამბოხებულ ქალაქში და პროცესების განვითარების რა სცენარია მოსალოდნელი - რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟი