მძიმეა იმ ძაღლის მდგომარეობა, რომელსაც ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები
„ნევროლოგებმა გაუკეთეს შემოწმება და სიცოცხლის შანსები გვაქვს, თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,“ - ამის შესახებ ცხოველთა უფლებადამცველმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა „რეაქციაში“ ისაუბრა.
კაჭკაჭიშვილის თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან თბილისში გადაყვანილი, ძაღლის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ მძიმეა, თუმცა გადარჩენის შანსი არსებობს.
ადამიანის სისასტიკისგან მიღებული თავის ტრავმა აქვს. ბლაგვი საგანი, რკინა ჩაარტყეს, ჯოხი, არმატურა, ქვა თუ რა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ადამიანის ხელით, ის მოკლეს, უბრალოდ საოცარმა გუნდმა ის გადაარჩინეს და ამ ეტაპზე, ის სიკვდილს ებრძვის. ნევროლოგებმა გაუკეთეს შემოწმება და სიცოცხლის შანსები გვაქვს, თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,“ - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
კლინიკა ვეტ მედის ვეტერინარის თქმით, ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.
გუშინ ჩატარდა ჩვენს კლინიკაში ურთულესი ოპერაცია, ამოღებულ იქნა ძვლის ფრაგმენტები, მოშორებულ იქნა ჰემატომები. ამ ეტაპისთვის ძაღლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჩვენი დაკვირვების ქვეშ არის ძაღლი. ხდება ისე, რომ ვაფასებთ ადეკვატურად მდგომარეობას, თუმცა დასკვნების გამოტანა ნაადრევია,“ - ამბობს ვეტერინარი.