თბილისში ჯარისკაცი ჩაცხრილეს

27.12.23 11:06
თბილისში ჯარისკაცი ჩაცხრილეს

თბილისში ჯარისკაცი ჩაცხრილეს. თავდაცვის სამინისტროს თანამაშრომელს ცეცხლი წულუკიძის ქუჩაზე საკუთარ სახლთან გაუხსნეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ შუაღამისას რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, სამხედროს ავტომობილით ნაცნობმა მამაკაცმა მოაკითხა. არაოფიციალური ვერსიით, საზარელ დანაშაულს წინ დაპირისპირება  უძღოდა.

მოკლული ჯარისკაცი  ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მკვლელობაში ბრალდებული კი პოლიციამ დააკავა.

რა გახდა ჯარისკაცის მკვლელობის მოტივი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს.