ვინ მოკლა დიღომში 12 წლის ანა - დედა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტს აქვეყნებს

27.12.23 11:22
ვინ მოკლა დიღომში 12 წლის ანა  - დედა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტს აქვეყნებს

ვინ მოკლა 12 წლის მოზარდი დიღომში?  - საეჭვო გარემოებაში  გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა სავარუდო მკველის ფოტორობოტს აქვეყნებს. ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ახლაზგრდა კაცმა მოკლა, ფოტორობოტი კი ქალის მტკიცებით, თვეებია გამოძიებას აქვს, თუცმა სავარუდო დამნაშავის იდენტიფიცირებას პოლიცია ვერ ახდენს.

გარდაცვლილის დედა დახმარებას მოსახლოებას სთხოვს და ჯილდოს, 10 ათას ლარს აწესებს.  საგამოძიებო უწყებას კი უნდობლობას უცხადებს. ბავშის ოჯახი გამძიების  პროცესში  „ეფ ბი აის" ჩართვასაც ითხოვს. 

ფოტორობოტი არის შედგენილი მოწმეების მიხედვით, რომლებმაც დაინახეს იმ ტერიტორიიდან რომ გადმოდიოდა, სადაც ეს დანაშაული ჩაიდინა. ორმა მოწმემ შეადგინა. ადამიანი ცხოვრობს სადღაც ახლოს. იცის იდეალურად ის ადგილი, იცის ადგილები, სად უნდა გაძრეს, სად უნდა შემოძვრეს. ან პედოფილია ან რა მოტივია.. შეიძლება გატაცებაც უნდოდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ტანსაცმელი, რომელიც ანის ეცვა, ანაწმენდები, ეს ყველაფერი იქნეს ექსპერტიზაზე გაგზავნილი "ეფ ბი აი"-ში, ვიანდაინ არ ვენდობით საქართველოში არსებულ სამხარაულის ექსპერტიზას. ექსპერტიზაზე გადაყვანისას ჩემს შვილს ფრჩხილშ ჰქონდა მკვლელის თმა. ეს თმა სასწუალებრივად გაქრა, ვერ ნახეს. ვნახე მე საქმის მასალებში, ფოტოდან ვნახე, რომელიც აუცილებლად ეკუთვნის თავდამსხმელს, იმიტომ, რომ ჩემს შვილს შავი თმა ფრჩხილში არ აღმოჩნდებოდა, - ამბობს ნატო ხუტაშვილი.