ხაშურში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა
ხაშურში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გამოცემა “მოზაიკა” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონა 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
“გოგონამ ბავშვი გუშინ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს“, - უთხრეს “მოზაიკას”
“მოზაიკას” ინფორმაციით, გოგონა არაოფიციალურ "ქორწინებაში" იმყოფებოდა.
განახლება: მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო.