რუსული შესყიდვები - მომავალი წლიდან ძალოვანების კვებაზე ოკუპანტი ქვეყანა იზრუნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი - ყველგან რუსული პროდუქტი შეაქვთ.
მომავალი წლიდან ძალოვნების კვებაზე ოკუპანტი ქვეყანა იზრუნებს, ოთხ მილიონიანი შესყიდვა უკვე დასრულებულია - შუამავალი ქართული კომპანიაა, თუმცა ირკვევა რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას - თევზი, ზეთი ბურღულეული და სხვა პროდუქტი რუსეთიდან შემოაქვს.
ეს არის პრინციპის საკითხი, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები, პოლიცია, სხვა სახელმწიფო უწყებები არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთიდან შემოსულ პროდუქტზე, იმ ქვეყნიდან, რომელიც არის ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებელი, საქართველოში გენოციდის მომწყობი.
უნდა შეიზღუდოს რუსული კომპანიების პირდაპირი და ირიბი ფორმით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, ვინაიდან პარადოქსული და წარმოუდგენელი ვითარება არის ოკუპანტ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის ფულის გაგზავნა.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა. ბესიკ დონაძის თქმით, სატენდერო დოკუმენტებში არსად არის მითითებული ისეთი პირობა, რომლის მიხედვით სახელმწიფო რუსული პროდუქტის შეძენის საფრთხეებისგან.