"არ ვენდობით ექსპერტიზის ბიუროს, მტკიცებულებას FBI-ში ვაგზავნით" - 12 წლის ანას დედა
დიდ დიღომში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტეტს დედა საქართველოში ჩატარებულ გამოძიებას და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ ნატო ხუტაშვილი "პირველებთან" საუბრობს. ქალი გამოძიების პროცესში „ეფ ბი აის" ჩართვას ითხოვს.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ტანსაცმელი, რომელიც ანის ეცვა, ანაწმენდები, ეს ყველაფერი იქნეს ექსპერტიზაზე გაგზავნილი "ეფ ბი აი"-ში, ვინაიდან არ ვენდობით საქართველოში არსებულ სამხარაულის ექსპერტიზას. ექსპერტიზაზე გადაყვანისას ჩემს შვილს ფრჩხილშ ჰქონდა მკვლელის თმა. ეს თმა სასწუალებრივად გაქრა, ვერ ნახეს. ვნახე მე საქმის მასალებში, ფოტოდან ვნახე, რომელიც აუცილებლად ეკუთვნის თავდამსხმელს, იმიტომ, რომ ჩემს შვილს შავი თმა ფრჩხილში არ აღმოჩნდებოდა, - ამბობს ნატო ხუტაშვილი.