43 წლის სამხედრო მომსახურის მკვლელობის ბრალდებით, ჯარისკაცია დაკავებული - ახალი დეტალები

27.12.23 13:06
43 წლის სამხედრო მომსახურის მკვლელობის ბრალდებით, ჯარისკაცია დაკავებული - ახალი დეტალები

"პირველების" ინფორმაციით, 43 წლის სამხედრო მომსახურის მკვლელობის ბრალდებით, ჯარისკაცია დაკავებული. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

შეიარაღებული დაპირისპირება ჯარისკაცებს  შორის გუშინ ისანში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა 45 წლამდე ლაშა გუჯეჯიანს სახლთან მიაკითხა, ქუჩაში  გამოიყვანა და ადგილზე  ჩაცხრილა. 

"პირველების" ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ერთ ნაწილში მსახურობდა. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება  საზარელი მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ბრალეული კი ჯერ დუმილის უფლებას იყენებს. 

მომხდარ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კი 39 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება  განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.