ბათუმში ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა ეკომიგრანტებმა დაიკავეს - ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

27.12.23 13:16
 ბათუმში ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა ეკომიგრანტებმა დაიკავეს - ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ბათუმში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა ეკომიგრანტებმა და სოციალურად დაუცველებმა დაიკავეს - 20-მდე ოჯახი გამთენიისას შეიჭრა და გამოსვლას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყოფს.

ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ადგილზე მარტოხელა დედები, ძალადობა გამოვლილი ქალები არიან, რომლებთაც სახელმწიფოსგან დახმარება ესაჭიროებათ. 

20 ოჯახი ვართ შესული. შემოვედით ღამით, 2 საათი იყო. ჩვეულებრივად შემოვედით. არც დაცვის მხრიდან შემოვსულვართ, არც გაგვიტეხია არაფერი, ჩვეულებრივად ფანჯარა ღია იყო და შემოვედით ფანჯრიდან. 20 ადამიანი ვართ, რომლებსაც არსად არ გვაქვს წასასვლელი. ვითხოვთ თავშესაფარს. სოციალურად დაუცველი, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა დედები, ქმრები ავადმყოფები სახლში. მრავალშვილიანი დედები. ახალი წელი მოდის და ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ნაძვისხე დავდგათ, რადგან ქირის ფულსაც კი ვერ ვიხდით", - აღნიშნა ერთ-ერთმა ეკომიგრანტმა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ეკომიგრანტებთან მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.