ძლიერი ქარი, ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება

27.12.23 13:50
ძლიერი ქარი, ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება

ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - 28 დეკემბერს საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება.

მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.