მთამსვლელი, რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გაყინული იპოვეს

27.12.23 14:10
 მთამსვლელი, რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გაყინული იპოვეს

ოთხდღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მთამსვლელი, რომელსაც მაშველები მყინვარწვერზე ეძებდნენ, გაყინული იპოვეს. 

ცნობილია, რომ კაცი მყინვარწვერის ფერდობზე სასრიალოდ იყო წასული, თუმცა ჯგუფს მოშორდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. 

"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.