ივანიშვილის ქონება 2023 წლის განმავლობაში 855 მილიონი დოლარით გაიზარდა - Bloomberg
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2023 წლის დასაწყისში 5.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ის წლის განმავლობაში 855 მილიონი დოლარით გაიზარდა.
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ინდექსის აღრიცხვიდან ყველაზე დიდია და ის 6.55 მილიარდ დოლარს აღწევს.
მნიშვნელოვანია ის, გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივების შესახებ, მათ შორის უკანასკნელი ზრდის შესახებ Bloomberg-ი წერს ისეთ გარემოებებზე დაყრდნობით, როგორიცაა საფონდო ბირჟაზე წამყვანი ინდექსების ღირებულების ზრდა. მაგალითად, S&P 500-ის ღირებულება წლიურად 25%-ით არის გაზრდილი, სწორედ ამიტომ Bloomberg-მა ივანიშვილის ქონების ის სავარაუდო ნაწილი, რაც აქციებში არის ინვესტირებული გაზარდა.
შედარებით უფრო მოკრძალებულია Forbes-ის შეფასება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, ქართველი ოლიგარქის ქონება მაქსიმალური 2014 წელს იყო და ის 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.