შეაჩერეთ ანექსია! ბიჭვინთა საქართველოა! - დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

27.12.23 14:21
შეაჩერეთ ანექსია! ბიჭვინთა საქართველოა! - დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

შეაჩერეთ ანექსია! ბიჭვინთა საქართველოა! - დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ "მოძრაობა აფხაზეთისთვის" ავრცელებს.

დღეს 27 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება გამაფრთხილებელი აქცია-შეაჩერეთ ანექსია!!!
ბიჭვინთა საქართველოა!!!

ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა. პროტესტის მიუხედავად, ე.წ. პარალამენტმა შეთანხმება გამთენიისას მაინც დაამტკიცა. დე ფაქტო პარლამენტში სხდომას დილის 6 საათზე 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, "გადაწყვეტილებას" კი მხარი  26-მა დაუჭირა.

ახლა ყველა დეპუტატი პარლამენტშია, შენობის გარეთ კი დიდი ვნებათღელვაა. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ე.წ . ოპოზიცია და ხალხი ამბობს, რომ აგარაკების დათმობას არ აპირებენ.