გაძვირებული ცხოვრება და დღესასწაული საახალწლო სუფრის გარეშე - ბაზარში მისული ადამიანები სახლში ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან

27.12.23 17:14
გაძვირებული ცხოვრება და დღესასწაული საახალწლო სუფრის გარეშე - ბაზარში მისული ადამიანები სახლში ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან

გაძვირებული ცხოვრება და დღესასწაული საახალწლო სუფრის გარეშე - ბაზარში მისული ადამიანები სახლში ცარიელი ჩანთებით ბრუნდებიან. პროდუქტებზე ფასები რეკორდულად არის გაზრდილი.

გოჭი, ქათამი, ინდაური და ტკბილეული იმდენად ძვირი ღირს, რომ ვერავინ ვერ ეკარება. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ პენსიონერებს კი არჩევანის გაკეთება პროდუქტებსა და მედიკამენტებს შორის უწევთ.

ყველაფერზე არის ფასები მომატებული. ვისაც აქვს ფული არ ანაღვლებთ, როგორიც უნდათ ყიდულობენ. მე ახლა ცოტა იაფიანს ვეძებ. პენსია წამლებზეც არ მყოფნის", - აღნიშნა ერთ-ერთმა პენსიონერმა.