დანგრეული გზები და ჩინოვნიკებისთვის მომატებული ხელფასები - რა რეალობაა ოზურგეთში
ოზურგეთის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები პირველი იანვრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ - მერის ხელფასი 500 ლარით გაიზარდა, ბაღის თანამშრომლების კი 20 ლარით, თუმცა ეს ოპოზიციის გარდა არავის არ გაუპროტესტებია.
დღეს მერი საკრებულოში იმყოფებოდა, თუმცა ოპოზიციის კითხვები, რომლებიც ოზურგეთში არსებულ რეალობას და სტიქიისგან დაზარალებულების მძიმე მდგომარეობას ეხებოდა, უპასუხოდ დატოვა. "ოცნებიდან" კი არავის გახსენებია ის ხალხი, ვინც ოთხი თვეა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ადგილობრივები "პირველებთან" იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც ოზურგეთში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ხიფათს სძენს. მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხიდები და გზები ჩანგრეულია, მაცხოვრებლებს ლიანდაგებზე უწევთ გადაადგილება.
ხიდი ჩანგრეულია უკვე წლებია, რადგან ადრე უკვე ინგრეოდა და ყურადღება არავინ არ მიაქცია და ამ წყალდიდობაზე მთლად ჩაინგრა. ბავშვები ახლა აქედან გადადიან, ლიანდაგებით გადაგვყავს. არ დადის არანაირი ავტობუსი", - აღნიშნა ადგილობრივმა.