რატომ გაიმეტა ჯარისკაცმა თანამებრძოლი და ნათელ-მირონი სასიკვდილოდ - "პირველებმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია
ჯარისკაცების სისხლიანი გარჩევა თბილისში - ჯარისკაცმა ვაზისუბანში ჯარისკაცი მოკლა. ამ დრომდე უცნობია, რატომ გაიმეტეს ოფიცერი სასიკვდილოდ. 43 წლის სამხედროს საკუთარ სახლთან 7 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელმა ლაშა გუჯეჯიანი სახლიდან გამოიყვანა. შელაპარაკება მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც სროლა მოყვა. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თავდამსხმელიც სამხედროა. "პირველების" ინფრომაციით, დაკავებული ხვიჩა ვარდიაშვილია. ის ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება, თუმცა დაკავებულს უკვე ჰქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და ჩვენი ინფრომაციით, ხვიჩა ვარდიაშვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას არ იყენებს. საუბროსბ მოტივებთან დაკავშირებით და ისაუბრებს სხდომათა დარბაზში, როდესაც ის მოსამართლის პირისპირ აღმოჩნდება.
მკვლელიც და მოკლულიც ერთ ნაწილში, კრწანისისი სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ, და ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ. "პირველებმა" გაარკვია", რომ აღნიშნულ ბაზაზე გომელაურის უწყებას საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.
ამ დრომდე უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. მომხდარზე დუმს თავდაცვის სამინიტროც. ბურჭულაძის უწყებამ მხოლოდ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.