EU-ს დროშის დაწვის კამპანია - შეუჩერეს თუ არა მღვდელმსახურება სპირიდონ ცქიფურიშვილს?

27.12.23 20:24
EU-ს დროშის დაწვის კამპანია - შეუჩერეს თუ არა მღვდელმსახურება სპირიდონ ცქიფურიშვილს?

 

 

შეუჩერეს თუ არა მღვდელმსახურება ევროპის დროშის დაწვის გამო სპირიდონ ცქიფურიშვილს?  საპატრიარქო ჯერ დუმს, თუმცა ალტ-ინფოს ლიდერი ამბობს, რომ მღვდელი დასაჯეს. კოკა მორგოშიას თქმით, წყარომ საპატრიარქოდან შეატყობინა, რომ ვერდიქტი ანტიევროპული კამპანიის მონაწილე სასულიერო პირების წინააღმდეგ უკვე მიღებულია და ის მალე გასაჯაროვდება.

მორგოშია ასევე "პირველებს" უმხელს, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაშა შარუხიას, სასულიერო პირს, რომელმაც ევროკავშირის დროშა დაწვა, გირაოს სანაცვლოდ მალე გაათავისუფლებენ

მღვდლები და სასულიერო პირები არც მაშინ და არც ახლა ჩვენი მითითებებით არ მოქმედებენ, ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად მე მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. ეს პროტესტი მაინც გრძელდება. ჩვენ არავის არ მოვუწოდებთ არც გაჩერებას და არც გაგრძელებას. ეს არის საპატრიარქოს კომპეტენცია და საპატრიარქო თავისი კანონიკური წესების ფარგლებში მოქმედებს", - აღნიშნა კოკა მორგოშიამ.

თავად კანონდამრღვევი მღვდელი კი "პირველებს"  მისი დასჯის შესახებ ინფორმაციას არ უდასტურებს და ამბობს, რომ ამ საკითხს საპატრიარქოში არკვევს.

არ გამიგია იმის შესახებ, რომ მღვდელმსახურება შემიწყვიტეს და ვარკვევ მაგის შესახებ. ჯერ მსგავსი არაფერი ვიცი. დროებით და გაგაგებინებთ", - ამბობს სასულიერო პირი.

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, არ ფლობს ინფორმაციას, არ იცის ჩატარდა თუ არა ზნეობის კომისიის კრება და შეუჩერდა თუ არა მღვდელმსახურება სასულიერო პირს.

მღვდელმსახურება შეუჩერდა თუ არა სასულიერო პირს, არ ვიცი. ზნეობის კომისიის წევრი არ ვარ, ამიტომ არ ვიცი ჩატარდა თუ არა. ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ. მაგ საქმეებს ჩამოშორებული ვარ, მე სხვა საქმით ვარ დაკავებული ასე, რომ ზუსტად ვერ გეტყვით. არც მახსოვს ბოლოს ვის შეუჩერდა. ვადით ხდება შეჩერება", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.