შვილის მკვლელს დედა საკუთარი ძალებით ეძებს - სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი და 12 წლის ანას მშობლის მიმართვა საზოგადოებას
შვილის მკვლელს დედა საკუთარი ძალებით ეძებს. დიღომში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 12 წლის ანას მშობელი სავარაუდო დამნაშავის ფოტო რობოტს აქვეყნებს და დახმარებას ხალხს სთხოვს და ვინც მამაკაცის იდენტიფიცირებაში დაეხმარება ჯილდოს 10 ათას დოლარს აწესებს. დედა ამტკიცებს, რომ მამაკაცი დიღომში ცხოვრობს, ის სხვა მცხოვრებლებმაც ამოიცნეს და დანაშაულის ადგილზეც ხშირად შეუმჩნევიათ. შვილმოკლული ქალი საქართველოს საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და საქმეში ეფ-ბი-ას ჩართვას ითხოვს.
12 წლის მოზარდის მკვლელობის საქმიდან გამქრალია ერთადერთი მტკიცებულება, რითაც შესაძლებელი იყო დამნაშავის იდენტიფიცირება. არსებობს მოკლული გოგონას ფოტოები, სადაც ოჯახმა 12 წლის ანას ფრჩხილში შავი ფერის თმის ნიმუში აღმოაჩინა, თუმცა გაირკვა,რომ ექსპერტებმა ამ მტკიცებულებას ყურადღება საერთოდ არ მიაქციეს, ნიმუში არ დალუქეს და ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა. ახლა კი მტკიცებულებების არ არსებობის გამო პოლიცია დამნაშავის კვალზე რამდენიმე თვეა ვერ გადის.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.