ნაცემი და მოშიმშილე პატიმრის საქმე - ადვოკატების თქმით, ბექა ცერცვაძეს სხვის ჩადენილ დანაშაულს აბრალებენ

28.12.23 11:15
ნაცემი და მოშიმშილე პატიმრის საქმე - ადვოკატების თქმით, ბექა ცერცვაძეს სხვის ჩადენილ დანაშაულს აბრალებენ

ნაცემი და მოშიმშილე პატიმრის საქმე - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ბექა ცერცვაძის სასამართლო პროცესი იწყება. 
ადვოკატების ინფორმაციით, ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რის გამოც, დღეს  ჩანიშნული პროცესიც კი დროულად ვერ დაიწყო, რადგან გლდანის ციხიდან ეტაპირებაა დროში გაიწელა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

ცერცვაძის ადვოკატები ამბობენ, რომ ცერცვაძე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს და ასევე აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ბექა ცერცვაძე პოლიციის განყოფილებაში, ჯგუფურად სასტიკად სცემებს. სახეზე აშკარად ეტყობოდა დაზიანებები და სამართალდამცავი ორგანოები ამას ამართლებდნენ იმით, რომ თითქოს, ბექა ცერცვაძემ მათ დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა. თუმცა, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერი, მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბექა ცერცვაძის დაკავებისას არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ეს ოქმის შემდეგ გაყალბდა და ამ ყველაფერს აპროტესტებს. უკვე ერთი თვეა რაც შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული. მას ფაქტირუად არავინ არ აქცევს ყურადღებას. ბექა ცერცვაძის მიმართ ინტერესს იჩენს ვაკე-საბურთალოს ყველა განყოფილება. 80 წლის ქალბატონი ამბობს რომ მეცხრე სართულიდან მესამე სადარბაზოს წინ დაინახა, როგორ ურტყამდა ბექა ცერცვაძე მის შვილს", - ამბობს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

ადვოკატ, ტარიელ კაკაბაძის თქმით კი, პირზე თავდასმა არა ბექა ცერცვაძის არამედ სხვა პირების მიერ მოხდა, რომლებიც გამოძებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

კაკაბაძე ამბობს, რომ სხვის ჩადენილ დანაშაულს ბექა ცერცვაძეს აბრალებენ.

ის მოწმე იმ კონკრეტულია დგილიდან სადაც მაშინ იმყოფებოდა, ფიზიკურად ვერ დაინახავდა თუ რა მოხდა შემთხვევისა დგილას. სინამდვილეში სხვა პირთა მიერ განხორციელდა თავდასხმა პირის მიმართ, თუმცა გამოძიებას ეს პირები იდენტიფიცირებული არ ჰყავთ და აპირებენ, რომ ბექა ცერცვაძეს დააბრალოდ სხვისი ჩადენილი დანაშაული", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

ცერცვაძე პოლიციამ ივნისში დააკავა. მას გამოძიება პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზინებას ედავება. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მამაკაცმა მეზობელს ხელი დაარტყა. უკვე თვეზე მეტია პატიმარი წარდგენილ ბრალს აპროტესტებს და შიმშილობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ცერცვაძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.