ამ პოლიციელმა იძალადა ჩემზე - მოშიმშილე პატიმარმა შსს-ს თანამშრომელი სასამართლო დარბაზშივე ამხილა

28.12.23 13:18
ამ პოლიციელმა იძალადა ჩემზე - მოშიმშილე პატიმარმა შსს-ს თანამშრომელი სასამართლო დარბაზშივე ამხილა

მოშიმშილე და ნაცემი პატიმრის საქმე - დილიდან საქალაქო სასამართლოში დაპატიმრებული კაცის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. 

სახელმწიფო ბრალდებამ მოწმის სახით პროცესზე პოლიციელი მიიყვანა, რომელსაც უნდა ეთქვა დაკავების პროცესში ჩატარდა თუ არა ცერცვაძის ჩხრეკა, თუმცა მოშიმშილე პატიმარმა შსს-ს თანამშრომელი სასამართლო დარბაზშივე ამხილა და ფიზიკურ ანგარისშწორებაში დაადანაშაულა. საქმე ვაკე-საბურთალოს განყოფილების პოლიციელს ეხება.

ვადასტურებ, რომ ჩხრეკამ და დაკავებამ ჩაიარა მშვიდ გარემოში. შორიახლოს ვიყავი, სულ მთელი პროცესისთვის თვალი არ მიდევნებია და ყველაფერს ვერ გეტყვით, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ყვირილი, წივილი, ჩხუბი არ გამიგია. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის დროს მე გავედი", - თქვა პოლიციელმა პროცესზე.

ეს იყო ერთ-ერთი პოლიციელი, ბატონო მოსამართლე, რომელმაც ჩემზე იძალადა პოლიციის განყოფილებაში თავის უფროსებთან ერთად.  ერთი მოწმეც და მეორე მოწმეც მადებს ხელს, რომელიც თითქოს 200 კილომეტრიდან ხედავდა რაღაცას", - გააწვეტილა სიტყვა პოლიციელს ბრალდებულმა.

პატიმრის მდგომარეობა კი თანდათან მძიმდება. ბექა ცერცვაძის უფლებადამცველები მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

ის არ შეწყვეტს შიმშილობას. მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ მოათავსონ იგი კლინიკა "ვივა მედში", ვინაიდან გადაუდებელ შემთხვევაში მოხდეს სასწრაფო რეაგირება. მის ჯანმრთელობას ახლა ემუქრება რეალური საფრთხე. ადამიანი, რომელიც 30 დღე გადაბმულად შიმშილობს, ამ ადამიანს სჭირდება სათანადო ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ამ ადამიანს დავკარგავთ", - ამბობს ადვოკატი.

ცერცვაძე პოლიციამ ივნისში დააკავა. მას გამოძიება პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზინებას ედავება. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მამაკაცმა მეზობელს ხელი დაარტყა. უკვე თვეზე მეტია პატიმარი წარდგენილ ბრალს აპროტესტებს და შიმშილობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ცერცვაძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.